საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც საქარველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გორის ჰოსპიტალთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მზად არის პალატა, რომელშიც სააკაშვილს მოათავსებენ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ჰოსპიტალთან აქციების გამართვას არ აპირებენ.