უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რუსული რუბლის კურსი ეცემა.
მხოლოდ დღეს, რამდენიმე საათში რუბლი დოლართან მიმართებით 5 პუნქტით გაუფასურდა. მოსკოვის დროით 10:15 საათზე, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 86.4 რუბლად ივაჭრება, მაშინ როდესაც ვაჭრობა 81.6 რუბლით გაიხსნა. რაც შეეხება ევროს, დღეს რუბლი ევროსთან 6 პუნქტით დაეცა, კერძოდ, დილით ვაჭრობა 92.35 კურსით დაიწყო, მოსკოვის დროით 10:15 საათისთვის კი ერთი ევრო 98.67 რუბლი ღირს.
რაც შეეხება ოფიციალურ ღირებულებას, გუშინ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით ერთი ამერიკული დოლარი 80.41 რუბლი ღირს, ევრო კი 86.14 რუბლი.