ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის ტესტები ფანჯრიდან კეთდებოდა. საჭიროა ახალი, დამატებითი კარის დამატება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.
შესაბამისი თანხა ახალქალაქის მერიამ 2021 წლის აგვისტოში გამოყო, თუმცა ტენდერი გაცილებით გვიან გამოცხადდა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები შეაშფოთა იმან, თუ როგორ უნდა გააკეთონ საჭირო კორონავირუსის შემოწმებები ფანჯრიდან ცივ ამინდში.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 6 ოქტომბერს გამოცხადდა, ხელშეკრულება კი 8 ნოემბერს გაფორმდა.
როგორც მერიაში გაგვიმარტეს, მანამდე ტენდერი სამჯერ იყო გამოცხადებული, მაგრამ არ შედგა.
ამჟამად მოქალაქეები კორონავირუსის ტესტებს უკვე შენობაში იკეთებენ.