სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 045 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 50-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
3 ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 263-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 312 674 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 273 608 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 6 491 ადამიანი გარდაიცვალა.