ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას” ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება.

ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში.

აღსანიშნავია, რომ როგორც გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რამდენიმე საკრებულოში, სადაც “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.