საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარ“ ტესტით – 18 950.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 707 290 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 647 878 გამოჯანმრთელდა, 9 918 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა, დღიურად აცრილია 3 951.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 271 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.
ამასთან, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42.