სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 354 შემთხვევა გამოვლინდა, 1 026 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 38 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 295 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 260 731 პაციენტი გამოჯანმრთელდა.