21 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი და სომხეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.