სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 603 შემთხვევა გამოვლინდა, 827 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 32 პაციენტი. კიდევ ხუთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 14 928 ტესტი ჩატარდა. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 288 906 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 257 352 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 902 ადამიანი გარდაიცვალა. 1 243 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.