ახალქალაქის ცენტრალური პარკის, ე.წ “ხას ბახჩას” პარკის მოპირდაპირედ მდებარე სპორტული მოედანი რემონტდება, მუნიციპალიტეტმა რეაბილიტაციისთვის გამოყო 4 205 ლარი. სამუშაოზე ტენდერი ორი დღის წინ გამოცხადდა.
ახალქალაქის ცენტრში სპორტული მოედანი 2017 წელს აშენდა. იქ ახალგაზრდები ფრენბურთს, კალათბურთს და ფეხბურთს თამაშობენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, არ გარემონტებულა, ხელოვნური ზედაპირი ბევრგან გაფუჭდა, სკამები დამტვრეულია, მოედნის ირგვლივ ღობეც, რამდენიმე ადგილას არის დაზიანებული.
მუნიციპალიტეტმა გამოყო სახსრები რეაბილიტაციისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 4205 ლარს შეადგენს.
დამონტაჟდება მყარი ბადეები, ფეხბურთის კარი, მოეწყობა განათება და სხვა. ხოლო, იმას, თუ როგორ წარიმართება სამუშაოები, ჩვენ თვალს ვადევნებთ.