სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 202 შემთხვევა გამოვლინდა, 400 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 33 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 8 576 ტესტი ჩატარდა.
8 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 269 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 246 659 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 499 ადამიანი გარდაიცვალა, 1 226-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.