კორონავირუსის ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ პირებისთვის დაიწყო.
ამისთვის მოქალაქემ პირადი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ საიტზე – www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome – უნდა შეავსოს.
„წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას,“ – ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო.
ნიუსის გამოქვეყნების დროისთვის [18:10 საათი], საიტზე რეგისტრირებულია 4133 ადამიანი. თუმცა, ეს რიცხვი სწრაფად იცვლება.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 30209 ადამიანია აცრილი. რაც შეეხება კორონავირუსის შემთხვევებს, ასეთი ქვეყანაში სულ 295 936 დადასტურდა, რომელთაგან 281 574 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 949 გარდაიცვალა.