ახალქალაქიდან რიმა არსენიანი, რომელმაც №4 საჯარო სკოლა წელს დაამთავრა, მალე გაემგზავრება გერმანიაში სასწავლებლად. ორი წლის წინ მან გერმანიაში იმოგზაურა, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრება ამ ქვეყანასთან დაეკავშირებინა. 

”2018 წელს, მე და დედაჩემი დეიდასთან გერმანიაში წავედით, ძალიან მომეწონა იქ, შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ სასწავლებლად იქ წავიდოდი”, – ამბობს 17 წლის რიმა, რომელმაც სკოლა წლეულს დაამთავრა.

ერთ თვეში გოგონა გერმანიაში, პროგრამა AUPAIR -ის ფარგლებში გაემგზავრება. ამ პროგრამით  მას გერმანიაში ელოდება მასპინძელი ოჯახი და ენის სწავლა ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ, დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს უნივერსიტეტი, მიმართულება და ჩააბაროს. პროგრამაში დარეგისტრირების შემდეგ, რიმამ ჩააბარა ენის გამოცდა და მიიღო სერთიფიკატი გოეთეს ინსტიტუტიდან, რომელიც ადასტურებდა გერმანული ენის ცოდნის B1 დონეს. ახლა გოგონა ელოდება მე -18 დაბადების დღეს, რათა ოცნება აისრულოს და წავიდეს გერმანიაში.

რიმას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პროფესიას აირჩევს. ბავშვობიდან უყვარს ხატვა, სწავლობდა ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში 7 წლის განმავლობაში, მაგრამ მას არ სურს ამის პროფესიად არჩევა. ადრეული ასაკიდან ის, ასევე დიდ ინტერესს იჩენს მედიცინის მიმართ, ამიტომ ამ მიმართულებას განიხილავს, როგორც ვარიანტს.

германия5

германия6

“მიყიდეს ალბომი და მე მოვხატე ერთ დღეში.  ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ხატვაზე წავეყვანე. ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ამიღია ფანქარი, ან ფუნჯი ხელში. ახლა კი, რამდენიმე დღის წინ დავხატე გვიანდელი ნახატი. მე მიყვარს პეიზაჟები, არ ვხატავ ადამიანებს. ყოველთვის მქონდა არჩევანი – ხელოვნება ან სხვა პროფესია. დღემდე ვერ გადავწყვიტე. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც შემიძლია ხელოვნებით დაკავება, მე მჭირდება პროფესია”.

 germany3

თავად რიმას თქმით, გერმანული ენის მასწავლებელმა, რიმა ჩობანიანმა დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში. რიმას მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს მასწავლებლის მიმართ  განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.  მასწავლებელი ბედნიერი იყო რიმას ყოველი წარმატებით, ხშირად ურეკავდა მშობლებს და უზიარებდა საკუთარ ემოციებს.

”ის უკვე ასაკოვანია და ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ დაგვთანხმდა, ჩვენ გვემეცადინა 2-2,5 წლის განმავლობაში,”- ყვება რიმა.

გოგონა აღიარებს, რომ მას, არც კი ჰქონდა იმედი, არა თუ სერთიფიკატის აღების, არამედ იმის, რომ  შეძლებდა სწავლას და გამოცდის ჩაბარებას, რომ არა მასწავლებელი.

“ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კვირაში, რამდენიმე გაკვეთილი გვქონდა, მაგრამ გამოცდის მოახლოვებასთან ერთად კვირაში 4-გაკვეთილს ვატარებდით, შემდეგ კითხვებს ვხსნიდი, მე თვითონ ვსწავლობდი. გამოცდაზე იყო 7 ადამიანი, როდესაც ისინი პასუხობდნენ, მივხვდი რომ მე მათზე უკეთ ვიცოდი”.

თავად მასწავლებელი რიმა ძალიან თბილად საუბრობს მოსწავლეზე და მას უნიკალურ პიროვნებად ახასიათებს.

“მოწესრიგებული, კარგად აღზრდილი, ალბათ განსაკუთრებული ადამიანია ახალქალაქში. ის არის ჩემი 114-ე მოსწავლე, ადამიანი, რომლითაც შემიძლია ვიამაყო 100% -ით. მას ნამდვილად უნდოდა გერმანიაში წასვლა და ძალიან ეშინოდა, რომ მე არ ვამეცადინებდი”, – ამბობს რიმას გერმანული ენის მასწავლებელი, რიმა ჩობანიანი.

 germany4

რიმას არ ეშინია მშობლებთან და მეგობრებთან განშორების, სჯერა, რომ მათზე ძლიერად არ არის მიჯაჭვული. სწავლის შემდეგ არ სურს ახალქალაქში დაბრუნება, მაგრამ, არც იქ დარჩენას გეგმავს.

”ადრე მეშინოდა, რომ ენა არ ვიცი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვდარდობ. მაინტერესებს, როგორ მიდის გაკვეთილები იქ, როგორი ურთიერთობა მექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაინტერესებს ყველაფერი”.

სხვა ვარიანტებიდან, მხოლოდ ერევანში სწავლა განიხილა, რადგან არ სურდა თბილისში ყოფნა. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა, რომ ერევნის დიპლომი ბევრ პერსპექტივას არ მისცემდა. მაშინაც კი, თუ ის პირველ  მცდელობაზე ვერ ჩააბარებდა გამოცდას, ის კვლავ და კვლავ შეეცდებოდა.

 germany2

რიმა ურჩევს თავის თანატოლებს, ისწრაფონ დიდ ქალაქებში სწავლისთვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ მშობლები ხშირად ამაში ხელს უშლიან. თავად რიმას ოჯახმა გოგონას წასვლის მოტივაცია მისცა და ხელს არ უშლიან.

“როდესაც ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რატომ მიდიხართ გერმანიაში, მე ვუთხარი, ჩააბარეთ გამოცდა და ერთად წავიდეთ. მაგრამ მათ უმეტესობას მშობლები არ უშვებენ, მათთვის უმჯობესია ბავშვი სასწავლებლად თბილისში, ან ერევანში წავიდეს”.

რიმა მის მთავარ მინუსად თვლის იმას, რომ ის არის ძალიან ჩაკეტილი და არ უყვარს ლაპარაკი, ხშირად არ აჩვენებს იმას, რაც შეუძლია, არასოდეს ამაყობს.