ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღში ერთი ოთახის რემონტი მიმდინარეობს. მას ადრე პატარების ჯგუფისთვის იყენებდნენ.

“იატაკი მთლიანად დამპალია და ამოვიღეთ. იქ ნაგავი ყრია, შეხედეთ.ხის იატაკი და ლამინატი დავაგეთ. კედლები შევლესეთ და შევღებეთ”, – ყვებიან მუშები.

საბავშვო ბაღის დირექტორის ლეილა აფოზიანის თქმით, შენობა სარდაფზე დაშენდა, იატაკი დაეშვა, რაც ბავშვებისთვის სახიფათო იყო.

“ოთახი უმცროსი ჯგუფისთვის იყო, მაგრამ შემდეგ ბავშვები სპორტდარბაზში გადავიყვანეთ. ახალი პროგრამის მიხედვით დიდი ოთახი გვჭირდებოდა. რემონტის შემდეგ გადავწყვეტთ ოთახს რისთვის გამოვიყენებთ – ლოგოპედისთვის თუ სპეცმასწავლებლებისთვის. ახლა სპეცმასწავლებელიც გვჭირდება. ვნახოთ რამდენი ჯგუფი შედგება. აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ”, – განმარტა დირექტორმა.

№1 საბავშვო ბაღში ახლა 80 მოსწავლე და 38 განაცხადია მიღებული. ბაღში 3 ჯგუფია. 2 ოქტომბერს მომავალ მუნიციპალურ არჩევნებზე, №1 საარჩევნო უბანი №1 საბავშვო ბაღში იმუშავებს.

10 აგვისტოს ბიბლიოთეკის რემონტთან ერთად №1 საბავშვო ბაღის რემონტის ტენდერი გამოცხადდა. ის ვართ მკოიანმა მოიგო და საბავშვო ბაღის განახლებისთვის 4835 ლარი გამოიყო. ტენდერის თანახმად, სამუშაოები 2021 წლის 15 ოქტომბრამდე დასრულდება.

детский сад2

детский сад3

детскийсад4