სირუშიკ ჯინისიანი ერთადერთი სტუდენტია ახალქალაქიდან, რომელიც ჩინეთის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გოგონამ ყველა გააკვირვა თავისი არასტანდარტული არჩევანით. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი არა ჩინეთში, არამედ სახლში კომპიუტერის წინ მიმდინარეობს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ჩინეთში გაემგზავრება.

ჩინეთი

№2 რუსული სკოლის კურსდამთავრებული, სირუშიკ ჯინისიანისთვის საწერი მაგიდა და კომპიუტერი დროებით ჩინეთი გახდა. სწავლა გრძელდება 14.00 საათიდან 18.00 საათამდე, გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში ტარდება. გაკვეთილების დრო იმგვარად არის განაწილებული,  რომ უცხოელი სტუდენტებისთვის სრულიად განსხვავებულ დროს დასწრება მოსახერხებელი იყოს.

“ჩემს დას უნდა ჩაებარებინა მაგისტრატურაში ჩინეთში, მან შემომთავაზა მასთან ერთად ჩაბარება, ჩემმა მშობლებმაც მირჩიეს, რომ ჩემს დასთან ერთად შემეტანა საბუთები და თუ ჩვენ, ორივე ჩავაბარებთ, მასთან ერთად წავიდოდი.  შევკრიბეთ დოკუმენტები, წარვადგინეთ და ორივემ ჩავაბარეთ”, – ამბობს სირუშიკი. ის დიდი ხანია დაინტერესებული ჩინური კულტურით, მაგრამ არ უფიქრია, რომ ამ ქვეყანას დაუკავშირებდა ცხოვრებას.

გოგონას ინტერესი ჩინური კულტურისადმი დისგან წამოვიდა, რომელმაც სთხოვა დახმარება ჩინეთის თემაზე პრეზენტაციების გაკეთებაში, ენის შესწავლაში და ცოდნის შემოწმებაში, თუ რა ისწავლა. თუმცა, ჩაბარება მისთვის ადვილი არ იყო – ბევრი დოკუმენტი სჭირდებოდა, რისთვისაც ორჯერ მოუწია რუსეთში წასვლა.

“ამ უნივერსიტეტს აქვს გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, ჩვენ მივიღეთ 70% -იანი გრანტი, ის ეყრდნობა კარგ აკადემიურ მოსწრებას, საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიტიურ დახასიათებას, კლასგარეშე აქტივობებს”, – ყვება სტუდენტი.

ფინანსურად, 70% -იანი გრანტი აწყობდა ოჯახს, რადგან სხვა შემთხვევაში მას მხიტარ გერაცის სახ. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა და დაახლოებით იგივე თანხა გამოვიდოდა. თუ სირუშიკი წელს კარგად დახურავს, გრანტი 100%-იანი გახდება, დაემატება სტიპენდია.

იმის შესახებ, რომ სწავლას ონლაინ-რეჟიმში დაიწყებდა, სირუშიკმა  ჩაბარებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, შეტყობინებით გაიგო.

китай3

“როდესაც ჩავაბარე, არ ვიცოდი თუ ონლაინ იქნებოდა, ეს იყო 50/50. ივნისის ბოლოს მივიღე ვიზის მოსაწვევი და რამდენიმე დღის შემდეგ მათ მომწერეს, რომ დეკემბრამდე იქნება ონლაინ-სწავლება. მე ძალიან ველოდი ამ მოგზაურობას და ძალიან დამწყდა გული”, – აღიარებს სირუშიკი და დასძენს, რომ არა მისი და, ის, ალბათ, ჩინეთში მარტო წასვლას ვერ გაბედავდა, არც მშობლები გაუშვებდნენ.

ამ დროისთვის მისი სწავლა ჰგავს მოსამზადებელ კურსს ქართულ უნივერსიტეტებში – ის ჯერ სწავლობს ჩინურს, რომელი  ისწავლება ინგლისურად, ხოლო 3 თვის შემდეგ, სწავლა მთლიანად უნდა გადავიდეს ჩინურ ენაზე. მან უკვე გაიცნო თანაკურსელები, მასწავლებლები, და გოგონას ჩინეთში ცხოვრების მიმართ ბევრის მოლოდინი აქვს.

“წავიდე, ვნახო იქაური სტუდენტები, განსაკუთრებით ჩინელები. მე უკვე მაქვს ურთიერთობა ჩემს თანაკურსელებთან, ნამდვილად მსურს მათი ცოცხლად ხილვა, ისევე, როგორც ჩემი მასწავლებლების, ისინი ძალიან კარგები არიან. ველოდები, რომ ბევრი ახალი ნაცნობი მეყოლება, გავაფართოვებ აზროვნებას, რადგან შევხვდები სხვა ადამიანებს, იდეებს, ახალ კულტურას. ასევე მათ საჭმელს, მე ნამდვილად მინდა ვცადო “, – ყვება ის.

ამავე დროს, ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ გაუგებს ადგილობრივებს. “მაგალითად, არის სმაილიკები, რომლებიც მათთვის სულ სხვა რამეს ნიშნავს. მე ერთი სმაილი გავუგზავნე მასწავლებელს, აღმოჩნდა რომ მათთან ეს ნიშნავს “მე მინდა მოგკლა”,- იცინის გოგონა.

მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, სირუშიკს  პროფესიული მიმართულების არჩევა მოუწევს, რომელიც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ჩინეთის უნივერსიტეტის გარდა, ის ირჩევდა სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის რუსეთში, ასევე ერევანში. გოგონას ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი მათგან.

გოგონას ჩაბარების ამბის გაგებისთანავე ყველა მისი ახლობელი აღფრთოვანებული იყო, ბებიის გარდა. “ის ამბობდა, სად მიდიხარ? მე ვსწავლობ ახლა ონლაინ და ეს ძალიან ახარებს”.

სირუშიკი მზადაა ოჯახთან ხანგრძლივი განშორებისთვის, თუმცა ზაფხულში ჩამოსვლას გეგმავს. “ჩემს დაქალებს შევთავაზე, ერთად ჩაგვებარებინა. მათ გადაწყვიტეს არ გაერისკათ, როდესაც მე ჩავაბარე, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, მითხრეს, რომ ბევრი სურათი გამოვუგზავნო. რა თქმა უნდა, განშორებაზე ფიქრმა გული დამწყვიტა”.

გოგონა არ გეგმავს ჩინეთში დარჩენას, მაგრამ, არც ახალქალაქში დაბრუნება სურს. ის შეეგუა ონლაინ რეჟიმს და იმედოვნებს, რომ პირველ კურსზე მაინც, დასწრებითი სწავლა აღდგება.