სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 759 შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 26 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 5 413 ტესტი ჩატარდა. 17 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 252 082 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 235 030 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 101 ადამიანი გარდაიცვალა. 1 185-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.