რადიო ნორის ცნობით, 5 სექტემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალიში წმინდა ჰაკობის ეკლესია იკურთხა.
ეკლესია გარემონტდა სოფელის მკვიდრის არტაკ ისპირიანის ფინანსური მხარდაჭერით.
კურთხევის ცერემონია ჩაატარეს ეპისკოპოსმა ვარდან ნავასარდიანმა, საქართველოში სომხური სამოვიქულო ეკლესიის ეპარქიის ხელმძღვანელმა ვარდაპეტ ტერ კირაკოს დავთიანმა, იერომონაქმა ჰაკობ სააკიანმა, მღვდლებმა ტერ არმაშ პოღოსიანმა, ტერ არარატ გუმბალიანმა და ტერ ნარეკ ტიგრანიანმა.
ეპისკოპოსმა ვარდან ნავასარდიანმა მიულოცა დამსწრეებს, ისაუბრა სულიერ და ეროვნულ მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა სოფლის მოსახლეობას და უშუალოდ ეკლესიის განახლების ორგანიზებისთვის მეპატრონეს.
პანდემიის გამო სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდა და ძალიან ცოტა ხალხი იყო ეკლესიის კურთხევის დროს.