კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 256 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 538, ქვემო ქართლში – 243, შიდა ქართლში – 175, გურიაში – 127, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 304, კახეთში – 238, მცხეთა-მთიანეთში – 91, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 93 092 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – რვა, იმერეთში – რვა, შიდა ქართლში – ერთი, ქვემო ქართლში – სამი, ხოლო კახეთში – ორი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 853 ადამიანი.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 689, აჭარაში – 928, იმერეთში – 1 185. მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში – 423, აჭარაში – 145, იმერეთში – 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 679 – აჭარაში, 1 203 – თბილისში, ხოლო 322 – იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში – 1 133, ხოლო იმერეთში – 32.
6 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია სულ 16 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში – 18 066, იმერეთში – 5 236“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.