საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 435 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 334, „პისიარ“ ტესტით – 16 101.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,94%, ბოლო 14 დღის – 9,85%, ბოლო შვიდი დღის – 9,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 556 909 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 502 534 გამოჯანმრთელდა, 7 563 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 1 235 386 ადამიანი, დღიურად აცრილია 23 916.
კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 343 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 680 პირი.
გუშინ, პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 886 შემთხვევა გამოვლინდა, 4 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 74 კი გარდაიცვალა.