დღეს, 6 ივლისს სხვადასხვა საგანში გამოცდა მასწავლებლებმა ჩააბარეს. რეგისტრირებული 323 პედაგოგიდან, ახალციხის საგამოცდო ცენტრში 50 არ გამოცხადდა. ინფორმაციას ავრცელებს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული გაზეთი, sknews.ge.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე მასწავლებელთა 20% არ მივიდა.
დღეს მასწავლებლები გამოცდას შემდეგ საგნებში აბარებდნენ:
6 ივლისი (პირველი სესია)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
6 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.