საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 367.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 042-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.