სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 615 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 13 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 857-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 242 750 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 227 293 ადამიანი.