საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 164 402 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 13.4% პროცენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27,3 პროცენტს შეადგენს.
ბოლო 24 საათში აიცრა 17 670 პირი.