სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 692 შემთხვევა გამოვლინდა, 370 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 16 პაციენტი, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 6 995 ტესტი ჩატარდა.
28 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 240 953 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 225 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 82 ადამიანი გარდაიცვალა. 1 152-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.