ბოლო თვეების განმავლობაში სოფელ სამებაში მიწისძვრები ხშირად რეგისტრირდება. ყველაზე ძლიერი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ხოლო ბოლო ბიძგი 18 აგვისტოს შეინიშნა. ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი ირწმუნება, რომ შიშის მიზეზი არ არსებობს და ხშირი ბიძგების მიზეზს განმარტავს:
”სამების მთის მწვერვალი ვულკანური წარმოშობისაა, მაგრამ ეს მთები ახლა უმოქმედოა, და შესაძლებელია, ზოგიერთი ბუნებრივი პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სწორედ ამ მთის სტრუქტურა იწვევს ხშირი ბიძგებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ შესაძლოა აქტიური, მოქმედი ვულკანი გაჩნდეს”.
სოფელ სამებასთან 13:41 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა
მისი თქმით, საქართველოში ორი სეისმურად აქტიური რეგიონია, რომელთაგან ერთ-ერთი ჯავახეთია.
„საქართველოში ორი სეისმურად აქტიური რეგიონია: რაჭის რეგიონი და ჯავახეთის პლატო. დროდადრო ისინი აქტიურობენ. ჯავახეთი მართლაც გააქტიურდა ამ პერიოდში. ივლისში მეორე ძლიერი მიწისძვრა. სამებაში საშუალო ინტენსივობა 5.1 ქულა იყო. არ არის ახალი მოვლენა, ხშირად ხდებოდა და ახლა ეს პროცესი გააქტიურდა,” – აცხადებს მანანა ძმანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი.
სეისმოლოგი ნაკლებად შესაძლებლად ძლიერ მიწისძვრებს მიიჩნევს. ბიძგები საშიში არ არის, რადგან ტერიტორიაზე ერთსართულიანი და პატარა შენობებია განთავსებული.
“ეპიცენტრი არ არის მჭიდროდ დასახლებული, ამიტომ 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრისაც კი ნაკლებად საგანგაშო და სარისკოა”, – ამატებს სეისმოლოგი.
სეისმოლოგები სამებაში არ ყოფილან. ისინი მიწისძვრებს აფიქსირებენ და მათზე დედაქალაქში მუშაობენ. ძმანაშვილის განცხადებით, ისინი მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებასა და მიწისძვრისას განხორციელებული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელნი არ არიან.