სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 559 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 727-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 236 234 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 223 443 ადამიანი. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში 8 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.