2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სამხედრო ბაზაზე.
სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. ამით საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.