სოფელ ტურცხის ხელოვნური ტბა-წყალსაცავი, რომელსაც მოსახლეობა სარწყავად და პირუტყვისთვის იყენებს, არაერთი მიზეზის გამო მცირდება. ერთი მხრივ, ხალხი იქიდან წყალს ქაჩავს სარწყავად, მეორე მხრივ, სოფელში ეჭვობენ, რომ წყალსაცავში წარმოიქმნა ხვრელები, რომლითაც წყალი მიწაში იკარგება.
ფეისბუქის მომხმარებელმა არსენ კარაპეტიანმა გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო, სადაც ჩანს თუ, როგორ იღუპება თევზი დამშრალ ტბაში. თევზი განსხვავებულია და სხვადასხვა ზომისაა. ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტბაში წყლის დონემ მკვეთრად მოიკლო, რამაც თევზის დაღუპვა გამოიწვია.
ახალქალაქის მერის წარმომადგენელი სოფელში, ანა ღევენიანი ამბობს, რომ ის დღეს არ ყოფილა ტბასთან და ადგილზე არ უნახავს სიტუაცია, მაგრამ ეს რეალურად ძალიან პრობლემატურია.
ტურცხში არის ორი წყალსაცავი “ზედა” და “ქვედა”. ზედა, დიდი წყალსაცავი ძირითადად გამდინარე წყლით ივსება. ეს წყალსაცავი დაახლოებით 40 წლის წინ აშენდა. ამ წყალსაცავიდან ივსება “ქვედა”, რომელსაც ძირითადად პირუტყვის მოსავლელად იყენებენ, ასევე ტუმბოები წყალს სარწყავად ქაჩავს.
წელს ძალიან ცოტა წყალი იყო, მაგრამ მალევე დაკარგა დონე. მსგავსი სიტუაცია ადრეც გვქონდა, სოფლის მოსახლეობამ იპოვა და დახურეს ის ადგილები, საიდანაც წყალი მიწაში ჩადიოდა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ წელს იგივე პრობლემაა. შარშან წყალსაცავი გაღრმავდა, რომ მეტი წყალი დატეულიყო, როგორც ჩანს ხვრელები ისევ გაიხსნა.
თევზი წყალსაცავში სოფლის მოსახლეობამ შეუშვა, რომ იქ ეთევზავათ. ანა ღევენიანის თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ წყალსაცავში ამდენი თევზი იყო.
ყოველ წელს წყალსაცავზე პასუხისმგებელი პირი იქ იმდენ წყალს ტოვებდა, რომ თევზი არ მომკვდარიყო. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, წლეულს პასუხისმგებელმა პირმა არხები დახურეს, რომლითაც წყალი წყალსაცავიდან გამოდიოდა, მაგრამ წყლის დონე მაინც შემცირდა.
” ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. პირუტყვს არაფერი აქვს დასალევი, მინდვრებს ვერაფრით ვრწყავთ, სასმელი წყალიც ნაკლებია ახლა. არ ვიცი რას გავაკეთებთ. სამელიორაციო კომპანია გვპირდებოდა, რომ მოგვცემს სარწყასვ წყალს, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენამდე მოაღწიოს, ჩვენს არხში წყალი თვითდინებით მოედინება და ჩვენამდე ვერ აღწევს ”,- – ამბობს ანა ღევენიანი.
მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი კვლავ ეძებენ ადგილებს, სადაც წყალი შესაძლოა მიწისქვეშ გაედინებოდეს და შეეცდებიან დახურონ ისინი ისე, რომ მსგავსი პრობლემა მომავალ წელს მაინც არ იყოს.