სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 237 შემთხვევა გამოვლინდა, 156 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 7 398 ტესტი ჩატარდა. 3 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 230 713 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 220 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 621 ადამიანი გარდაიცვალა.