ახალქალაქში ხმები გავრცელდა, რომ ქალაქის ტანსაცმლის ბაზრობაზე პავილიონები, რომლებიც დიდი ხანია უფასოა, კვლავ ფასიანი გახდება.
Jnews-ი საკითხის გარკვევას შეეცადა, რაზეც ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა განაცხადა:
„მგავსი საუბარი ჯერ არ ყოფილა, უბრალოდ თანხები გამოვთვალეთ. თავდაპირველად გვინდოდა ბაზრობა ამ ტერიტორიიდან გადაგვეტანა და პარკი აგვეშენებინა, მაგრამ ახლა მსგავსი განხილვებს ადგილი არ ჰქონია”.
აღსანიშნავია, რომ ვაჭრობისთვის განკუთვნილი პავილიონები თვეში 30 -დან 50 ლარამდე ღირდა.
ბოლო წლებში ეს პროცესი მეტ-ნაკლებად ლეგალიზებულია – გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული პირი ან კომპანია ქირავნობის საფასურს აგროვებს, რომელთა ნაწილიც ახალქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტს ემატება.
კონკურსის მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით პავილიონები საკმაოდ მომგებიანია და განსაკუთრებულ ხარჯებს არ საჭიროებს. ბაზრობის ექსპლუატაციის მაგივრად ყოველთვიური გადასახადი გროვდება. ელექტრონული კონკურსის არცერთ გამარჯვებულს ტერიტორიის კეთილმოწყობაზე არ უზრუნია.
2018 წლიდან დღემდე ბაზრობის მოვაჭრეები პავილიონების ქირას არ იხდიან.