ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქ ახალქალაქის ქუჩების 4 მონაკვეთი და სოფლის გზები იქნება რეაბილიტირებული. რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 598 965 ლარს შეადგენს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქუჩების სამი მონაკვეთის ასფალტირების ტენდერი გამოცხადდა 29 აპრილს. თანხა გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან , რაც 326 045 ლარს შეადგენს.
გარემონტდება ქუჩების შემდეგი მონაკვეთები:
1. აღმაშენებლის ჩიხი – 32 690 ლარი
2. ვაჩიანის გზატკეცილი 512 -189 214 ლარი
3. აღმაშენებლის No 7 – 104 140 ლარი
ტენდერი უკვე გამოცხადებულია, განაცხადი მიიღება 25 მაისამდე.
კომპანიის განსაზღვრისათვის ტენდერი, რომელიც ქალაქის 1 მონაკვეთის და სოფლის გზების ასფალტირებით არის დაკავებული, 13 აპრილს გამოცხადდა და ვადა 5 მაისს იწურება.
მონაკვეთი ქალაქში- თავისუფლების ქ. (ბენზინგასამართი სადგურის მახლობლად) – 42 920 ლარი
სოფლის გზების რეაბილიტაცია – 230 000 ლარი.
სამუშაოები სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყება.