სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 243 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 230 110 -მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 614 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსისგან 219 864 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 632-ია.