სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 123 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, შვიდით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 378-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 229 603 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 502 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სომხეთში კორონავირუსით სულ 4 604 ადამიანი გარდაიცვალა.