სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 225 შემთხვევა გამოვლინდა, 91 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 034 ტესტი ჩატარდა. 22 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 228 161 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 218 676 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 575 ადამიანი გარდაიცვალა.