სომხეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია მიიღო.
შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთში რუსეთის საელჩოს მრჩეველ პაველ კუროჩკინზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი მონაცემებით, ერევანმა ვაქცინის 15 ათასი დოზა მიიღო, რომელიც რისკ ჯგუფებისთვის არის გათვალისწინებული.
ზვართნოცის აეროპორტში იმყოფებოდნენ რუსეთის საელჩოს თანამშრომლები და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი პაველ კუროჩკინი აღნიშნავს, რომ ვაქცინის მიწოდება არის „სომხეთსა და რუსეთს შორის „მეკავშირეობრივი ურთიერთგაგებისა და ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების ყველაზე ნათელი მაგალითი“.