Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 388 329-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 651, აჭარაში – 273, იმერეთში – 535. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 – თბილისში, 334- აჭარაში. 10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 10.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 960 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 453, პირი, აჭარაში – 1 545, იმერეთში – 1 423.