დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 18 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 353 835 აცრა.
ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში აცრები ჩატარდა ვაქცინებით: „ასტრაზენეკა“ , „ფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.