16 ივლისსახალქალაქის საკრებულოში,
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერულმა საბჭომ სარეკომენდაციო წერილი ამავე სახელწოდების საბჭოსგან მიიღო. რეკომენდაციები მოიცავს სკოლა დამთავრებული მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ინფორმირების აუცილებლობას პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ – როგორ და სად უნდა მივიღოთ პროფესიული განათლება, რა პროფესიები არსებობს და სხვ. საბჭომ ამ წერილის რეკომენდაციები განიხილა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი და სხვა სტუმრები მოიწვია.
”რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მესამე კორპუსი ახალქალაქში მდებარეობს და აქ პროფესიული მომზადების პროგრამები არსებობს, ჩვენი საბჭო, პარლამენტის გენდერული საბჭოს რეკომენდაციით, იწყებს კამპანიას, რათა გაავრცელოს ინფორმაცია პროფესიული სწავლების შესახებ. ამისთვის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მივმართეთ, რათა უნივერსიტეტის ყველა პროგრამა, პროფესიული სწავლების შესახებ, წარედგინათ”, – აცხადებს გენდერული საბჭოს საკრებულოს წევრი სედა მელკუმიანი.
უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მიმდინარე პროფესიულ პროგრამებზე, უფასო განათლების შესაძლებლობაზე, პროფესიული სწავლების უპირატესობებზე, სტუდენტთა კვოტებზე ისაუბრა. აგრეთვე იმ პროფესიულ სპეციალობებზე, რომელთა გახსნასაც სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში აპირებს.
”მაგალითად, დავამატეთ პროფესია” საბაჟო საქმე” – რადგან ნინოწმინდაში სასაზღვრო გამშვები პუქნტი ფუნქციონირებს, პროგრამაში პროფესიონალები ჩავრთეთ, რათა თავად აირჩიონ კანდიდატები. თავდაპირველად ქართულ ენას სწავლობენ, შემდეგ პროფესიული მომზადება იწყება. როდესაც პროგრამა გამოვაცხადეთ, ეჭვი გვეპარებოდა, მსურველების არსებობაში, თუმცა 14 ადგილისთვის, საკმაოდ ბევრი მსურველი გამოჩნდა”, – განმარტა მაკა ბერიძემ.
მაკა ბერიძის თქმით, დადგენილი კვოტის თანახმად სტუდენტების 70% განათლების გარეშე რჩება, მხოლოდ 30%-ი ან სტუდენტებია ან უმაღლესი განათლება უკვე მიიღო. კვოტა მას შემდეგ მიიღეს, რაც ”საბაჟო საქმის” პროგრამაში უმრავლესობას უკვე ჰქონდა გარკვეული სახის განათლება.
ასევე განიხილეს ქალთა კვოტის შემოღება ზოგიერთ პროფესიულ პროგრამაში.
უნივერსიტეტის ლექტორმა ჟანა ხაჩატურიანმა პროფესიულ სპეციალობებზე ისაუბრა – რა სპეციალობებია და რამდენი ადგილია გახსნილი ამ სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში და სტიპენდიებზე.
ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) კოორდინატორმა სერგეი ხაჩატრიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ტრენინგებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების მოზიდვაზე ისაუბრა.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა პროგრამები ჩაატარა ახალქალაქის განვითარების ჯგუფმა (LAG) პროფესიული სწავლების პოპულარიზაციის მიზნით და მასში ქალთა განსაკუთრებული როლი აღნიშნა.
კრება აპირებს უფროსი კლასის
ახალქალაქში გადამზადებას საბაჟო საქმის სპეციალისტები გაივლიან
პროგრამა “საბაჟო საქმეზე” რეგისტრაცია დაიწყო
ახალქალაქში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო