სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 138 შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ორი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ორის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 4 150 ტესტი ჩატარდა.
13 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 597 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 710 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 549 ადამიანი გარდაიცვალა. 1 110-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.