საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 658, „პისიარ“ ტესტით – 11 623.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,69 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 226 გამოჯანმრთელდა, 5 452 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 302 388 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 096.
კარანტინის რეჟიმშია 98, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 472 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 907 პირი.
ამასთან, 10 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 423 პაციენტი.