პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
“დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს”, — თქვა გახარიამ.
5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი სტანდარტი შემუშავდება, რადგან ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში 20 ადამიანის ყოფნა რეკომენდებული ვერ იქნება.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 278 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245 პაციენტია.