სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 148 შემთხვევა გამოვლინდა, 52 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 4 046 ტესტი ჩატარდა.
9 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 135 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 540 ადამიანი გარდაიცვალა. 1 105-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.