კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალქალაქში სათამაშო და კვების ობიექტებს კეტავენ, მათ შორის საბანკეტო დარბაზები, ქორწილები და სხვა მასიური თავშეყრის ადგილები და სუფრები უნდა შეიზღუდოს.
ხელისუფლების ბრძანებით, საქართველოს მასშტაბით იკეტება კაზინოები, სლოტ-კლუბები და ტოტალიზატორები, ასევე ზოგიერთი რესტორანი და კვების ობიექტი ახალქალაქში.
სურსათის ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაიკეტოს კვების ობიექტები.
მეპატრონეთა თქმით, ზოგიერთი კვების ობიექტი უკვე რამდენიმე დღეა დაკეტილია.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს მიიღო გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მასშტაბით დაიკეტოს ყველა კაზინო, სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი, ასევე ზოგიერთი კვების ობიექტი, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ დახურულ სივრცეში ხალხმრავლობა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.