ახალქალაქის რაიონის სოფელ გომანიდან მოზარდები 3 დღით ბათუმში დასასვენებლად წავიდნენ, თუმცა 3 ივლისს, დანით მიყენებული ჭრილობით, უკან დაბრუნდნენ.  ეთნიკური სიძულვილის საფუძველზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავდნენ სოფელ გომანის მცირეწლოვანი მკვიდრი, მარტუნ უსტიანი და პოლიციელი.  ახალგაზრდებმა, რომლებიც დანით დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, JNEWS- ს ინციდენტის დეტალების შესახებ უამბეს.

17 წლის ამო სამველანმა აზერბაიჯანელების თავდასხმის თავიდან აცილება და დახმარებისთვის მეგობრების დაძახება მოახერხა.  მან შემდეგი რამ მოყვა: ”ჩვენ სანაპიროზე ვიყავით, ხუთნი ვიყავით, ისინი მოგვიახლოვდნენ და რუსულად იკითხეს ”საიდან ხართ”, ჩვენ ვთქვით, რომ სომხები ვართ, მათ გვიპასუხეს, რომ ისინი აზერბაიჯანელები არიან და დაამატეს, თუ სომხები ხართ, ჩვენთან პრობლემა გექნებათ.  ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი ჩხუბს იწყებდნენ და გადავწყვიტეთ განზე გასვლა.  მაგრამ ისინი  გამოგვყვნენ და გვითხრეს, რომ “ყარაბაღი აზერბაიჯანია” და ეს რამდენჯერმე გაიმეორეს.

ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ყარაბაღი ჩვენია, ამ დროს ჩვენ დაგვარტყეს.  როცა დაგვარტყეს, გავიქცეთ, ისინი ქვებით გამოგვეკიდნენ.  გაქცევის დროს შევძელი მეგობრებისთვის დარეკვა.  ისინი 12 იყვნენ, ჩვენ – 5-ნი. ბიჭები დასახმარებლად მოვიდნენ, მაგრამ ჩხუბის დროს რა მოხდა არ მახსოვს. დანით დაჭრის მომენტი ვერ დავინახე, თვით მარტუნი ვერ მიხვდა, როცა დავინახე, რომ ხელი სისხლიანი ჰქონდა, მეგონა, რომ, ალბათ, ცხვირიდან წამოუვიდა.  შემდეგ მან პერანგი აიწია და დაინახა.  შემდეგ პოლიცია მოვიდა და ისინი წაიყვანა.  ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატივი  არ დავკარგეთ, ვუპასუხეთ მათ, რომ ყარაბაღი ჩვენია, მაგრამ ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ და ასაკით უფროსები, ამიტომ შეძლეს ჩვენი ცემა.  ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყარაბაღში საომრად წავედით”, – ამბობს ამო სამველიანი.

კარენ ჩრაგიანი, რომელიც, ასევე, ესწრებოდა ჩხუბს, იხსენებს, რომ ადგილიდან ფეხშიშველი გაიქცა.

”როცა  ქვებით გამოგვეკიდნენ, მათ დამიჭირეს და დამარტყეს, წავიქეცი, მაშინ ჩუსტების გახდა მოვახერხე და ფეხზე წამოდგომა,  მოვახერხე და ერთ-ერთს დავარტყი და ფეხშიშველი გავვარდი, სათვალეები და ჩუსტები სანაპიროზე დავტოვე.  თითქოს ღმერთმა მომცა ძალა, რომ თურქებისგან გავქცეულიყავი.  მეორედ რომ მოვიდნენ, არაფერი უთქვამთ, ეგრევე შემოგვიტიეს.  10 წუთი გაგრძელდა ყველაფერი. ვინც ჩვენს მეგობარს დანა დაარტყა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ პოლიციამ დაიჭირა”,- ამბობს 15 წლის კარენ ჩრაგიანი.

ინციდენტის შედეგად, არტურ აივაზიანიც დაშავდა.  ყური დაუზიანდა.

”ისინი გამომყვნენ, დამარტყეს, ყურიდან სისხლი წამომივიდა, მაგრამ მე გავიქეცი, მიკროავტობუსისკენ გავეშურეთ, ვნახეთ, რომ ჩვენი სოფლის ერთი ბიჭი ამო არ იყო, პოლიციამ იკითხა – რა მოხდაო? ჩვენ ვუთხარით რაც მოხდა, მე ვაჩვენე ამოს ფოტო, დავიწყეთ ძებნა, ცოტა ხნის შემდეგ ამო მოვიდა და თქვა, რომ ისინი მოსდევდნენ.  ჩვენ პოლიციელებთან ერთად იმ მიმართულებით გავიქეცით, ვნახეთ, რომ ჩვენი ბიჭები იქ იყვნენ, ხოლო თურქებმა მათ ალყა შემოარტყეს, ჩვენ მივუახლოვდით და ჩხუბი დაიწყო, ამ დროს მათ მარტუნს დანა დაარტყეს და ყველანი გაიქცნენ.  ვინც მარტუნი დაჭრა, დაიჭირეს, მან პოლიციელს ხელიც დაუზიანა“, – იხსენებს არტურ აივაზიანი.  ის 15 წლისაა.

ამჟამად მარტუნ უსტიანი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია.  სოფელ გომანში ყველა მოზარდის დაბრუნებას ელოდებიან.  აზერბაიჯანელი, რომელმაც მარტუნი დანით დაჭრა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა დააკავეს.  მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წაუყენეს, რაც „სხეულის განზრახ  დაზიანებას“ გულისხმობს.

ამ თემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:

ახალქალაქის მცხოვრების დაჭრისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ეთნიკური სიძულვილის ნიადაგზე სოფელ გომანის მკვიდრი დაჭრეს