სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელიც ბოლნისში, მდინარე ქციაში პოლიეთილენის ბოთლებს გამიზნულად ჰყრიდა.

როგორც შს განცხადებაში ვკითხულობთ, კაცი წყლის დაბინძურების ბრალდებითაა დაკავებული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში პოლიეთილენის ასობით ბოთლს.