სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 118 შემთხვევა გამოვლინდა, 95 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 656 ტესტი ჩატარდა. პირველი ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 339 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 518 ადამიანი გარდაიცვალა, 1 100 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.