სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 შემთხვევა გამოვლინდა, 104 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 920 ტესტი ჩატარდა. პირველი ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 221 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 882 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 517 ადამიანი გარდაიცვალა, 1 100 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.