საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საპატრიარქოსთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ და პანსიონატის ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად, ”დაგვიანებული” ვიზიტით, საბოლოოდ შევიდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.  ლომჯარია იმედოვნებს, რომ მიიღებს ყველა ინფორმაციას, რაც მას ბავშვთა სახლში არსებული ვითარების შესაფასებლად სჭირდება.

17 ივნისს, ბოდბის ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა ნინოწმინდაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და პანსიონის საკითხები განეხილათ.  სწორედ ამ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ პანსიონატის მმართველი, ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და სახალხო დამცველი პანსიონში ერთად ჩამოვიდნენ.

”,ოფისის, რამდენიმე თანამშრომელთან (სახალხო დამცველის) ერთად მოვედი, რომლებიც ბავშვთა უფლებების მიმართულებით მუშაობენ. ასევე გვყავს ბავშვთა ფსიქოლოგი, თუ ბავშვებს მათთან საუბრის სურვილი ექნებათ, ჩვენ ვისაუბრებთ. ვგეგმავთ პანსიონატის ადმინისტრაციასთან შეხვედრას. შემდეგ გვსურს ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შესაფასებლად, როგორ მუშაობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც, როგორც ვიცით, აქ 24 საათის განმავლობაში არიან”, – თქვა ნინო ლომჯარიამ პანსიონატში შესვლამდე და ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ, უფრო ვრცელ კომენტარს გააკეთებდა.

დღესდღეობით ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მხოლოდ 15 ბავშვი დარჩა (დაახლოებით 60 – დან), ალტერნატიული მოვლის ფორმით კიდევ, რამდენიმე ბავშვის გადაყვანა იგეგმება.

 

207018636_2945879235731657_1300469394857627270_n

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა სახლის ირგვლივ სკანდალი დაახლოებით 2 თვის წინ ატყდა, როდესაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იქ მონიტორინგზისთვის არ შეუშვეს.  ამის შემდეგ, პანსიონატში ძალადობის შემთხვევებზე საუბარი დაიწყო, ასევე ბავშვთა დაწესებულებაში არსებულ სხვა მრავალ უხეშ დარღვევაზე.  გაერომ საქართველოს ხელისუფლებას ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მონიტორინგი დაავალა.  ივნისის დასაწყისიდან ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები მუშაობენ, რომლებიც იქ საათობით რჩებიან.  ბავშვთა დაწესებულებას დეპუტატები ეწვივნენ, სპეციალურად ამ თემაზე მუშაობდა საპატრიარქოში შექმნილი კომისია.  რამდენიმე ბავშვი სხვა, ალტერნატიულ ადგილებში გადაიყვანეს, ან ოჯახებში დააბრუნეს.  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების გამოძიება მიმდინარეობს.