საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 370 შემთხვევა,

  • აჭარაში – 39,
  • იმერეთში – 64,
  • ქვემო ქართლში – 44,
  • შიდა ქართლში – 8,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23,
  • კახეთში – 23,
  • მცხეთა-მთიანეთში – 2,
  • სამცხე-ჯავახეთში – 12.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 572 საიდანაც: 2 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 149, იმერეთში – 326. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 596, მათ შორის, თბილისში – 295, აჭარაში – 40, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 161 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 11.

598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 – თბილისში, 232- აჭარაში.

5 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 4.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ 6 ოქტომბრიდან – 26 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 887 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 416 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456, პირი, აჭარაში – 593, იმერეთში – 1 058.