საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 073 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 972, „პისიარ“ ტესტით – 12 101.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 349 658 გამოჯანმრთელდა, 5 266 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 253 988 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 267.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 576 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.
ამასთან, 26 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 754 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი.